saqarTvelos CanCqerebi - ereTos CanCqeri

მდებარეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

 

ჩანჩქერი მდინარე რეთოსწყალზე (მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი), ყელის ვულკანური ზეგნის აღმოსავლეთ კიდეზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2300 მ-ზე. მდინარე ერეთოსწყლის სათავეებია მძლავრი წყაროები, შემდეგში მდინარე ტროგულ ხეობაში მიედინება და მეფისკალოს ლავური ნაკადის აღმოსავლეთ კიდეზე ჩანჩქერად ეშვება. წყალვარდნილის სიმაღლეა 45 მ, საშუალო წლიური ხარჯი დაახლოებით 1,0 მ³/წმ.